Tattoo2025-03-30T23:32:37+04:00 ტატუს ნემსების ტიპები და მათი დანიშნულება
ტატუს შესასრულებლად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია სწორად შერჩეული ნემსი. მათი ტიპი, ზომა და ფორმა უშუალოდ განსაზღვრავს კონტურის, ჩრდილის ან ფერის ხარისხს.დღესდღეობით ბაზარზე ძირითადად ორი ძირითადი ტიპის ნემსებია გავრცელებული:
1. კლასიკური (Old School / Induction) ტიპის ნემსები
ეს ნემსები გამოიყენება ტრადიციულ ინდუქციურ აპარატებთან და მაგნიტურ მანქანებთან. მათ სჭირდებათ ცალკე ნემსის თავი (tips), რომლებიც თავის მხრივ არსებობს:
ერთჯერადი (პლასტმასის) – სტერილიზებული ქარხნულად, უსაფრთხო და მოსახერხებელი.
მრავალჯერადი (უჟანგავი ფოლადის) – საჭიროებს სტერილიზაციას...