წესები და პირობები
სამომხმარებლო შეთანხმება
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმების პირობებს. ვებ-გვერდის tattoomarket.ge – ს ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენი მომსახურების პირობებზე.
ყველა ქვემოთხსენებული პირობა არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას.
ჩვენი მომსახურება
tattoomarket.ge არის ონლაინ მაღაზია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ამავე ვებ გვერდის საშუალებით შეიძინოს წარმოდგენილი პროდუქცია და მიიღოს მომსახურება.
თქვენი ანგარიში და პროფილი
tattoomarket.ge – ის ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის.
თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. თუ სხვა თქვენს მიერ არაუფლებამოსილი პირი შევა ჩვენს ვებ-გვერდზე და ისარგებლებს მომსახურებით იმ tattoomarket.ge – ის ანგარიშის მეშვეობით, რომელიც შექმნილია თქვენს სახელზე, ჩვენ დავეყრდნობით ამ tattoomarket.ge – ის ანგარიშს და ვივარაუდებთ, რომ ვებ-გვერდზე შეხვედით თქვენ.
მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე ნებისმიერი და ყველა შესვლისათვის ან მომსახურებით სარგებლობისათვის, რომელიც განხორციელდება სხვა პირთა მიერ თქვენი tattoomarket.ge – ს ანგარიშის გამოყენებით.
უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, დაუყოვნებლოვ შეგვატყობინოთ, თუ გაიგებთ, რომ თქვენი tattoomarket.ge – ის ანგარიშის გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.
ანგარიშსწორება
ხელმისაწვდომი გადახდის საშუალებები
tattoomarket.ge – ზე ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa, Mastercard და Amex ბარათის მეშვეობით.
გაითვალისწინეთ, საიტიდან პროდუქციის წარმატებით შესაძენად აუცილებელია ბარათზე იყოს ხელმიწავდომი პროდუქციის საფასურის შესაბამისი თანხა.