წესები და პირობები (ზოგადი)
ერთის მხრივ შპს უგა 2011 ს/ნ 416364543 – (შემდგომში მოხსენიებული როგორც „მაღაზია“, „tattoomarket.ge“) და მეორეს მხრივ, დამკვეთი / კლიენტი / მომხმარებელი ერთობლივად მოიხსენებიან, როგორც მხარეები და ცალ-ცალკე, როგორც მხარე.
მხარეები, ადასტურებენ რა მათ უფლებაუნარიანობას და ქმედუნარიანობას იკისრონ ვალდებულებები და ამ მიზნით თანხმდებიან, შემდეგზე:
- მაღაზია არის ონლაინ მაღაზია, რომელიც მის მმართველობაში მქონე ვებ-გვერდების მეშვეობით კლიენტს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროდუქციას.
- კლიენტი დაინტერესებულია ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, შეიძინოს ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია. მაღაზიას მომხმარებელი სარგებლობს უფასო საკურიერო მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
- მაღაზია საშუალებას აძლევს კლიენტს, ნივთის მიწოდებისას, ვიზუალურად დაათვალიერებინოს შერჩეული პროდუქტი და მოწონების შემთხვევაში იყიდოს ნივთი.
შეკვეთის განხორციელება
- მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია როგორც საბანკო ბარათით გადახდის გზით, ასეევე მაღზიის საბანკო ანგარიშზე დეპოზიტის განთავსებით. მაღზიასთან შეთანხმებით შესაძლებელია ნივთის ღირებულების კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდაც.
- ნივთის შესაძენად კლიენტი მაღაზიას საბანკო ანგარიშზე ანთავსებს თანხას დეპოზიტის სახით.
- კლიენტს შეუძლია ისარგებლოს მაღაზიას პარტნიორი ბანკების განვადების სერვისით და ამ გზით უზრუნველყოს დეპოზიტის განთავსება.
- ნივთის განვადებით შეძენის სურვილის შემთხვევაში დამკვეთი/კლიენტი დისტანციურად ავსებს განაცხადს განვადების დამტკიცების შესახებ.
- ნივთის განვადებით შესაძენად, მაღაზია დამკვეთის მონაცემებს უგზავნის ბანკს განვადების დასამტკიცებლად. ნივთის განვადებით ყიდვის შემთხვევაში კლიენტს შესაძლოა დასჭირდეს არაუმეტეს 5 ლარიანი საკომისიოს გადახდა, რომელიც დამოკიდებულია მომსახურე ბანკსა და მაღაზიას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე.
- განვადების დამტკიცების შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია 3 სამუშაო დღის განმავლობაში ხელი მოაწეროს განვადების ხელშეკრულებას. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს უარი განაცხადოს ნივთის მიწოდებაზე.
- განვადების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან ერთად, დამკვეთი აძლევს ბანკს დავალებას დამტკიცებული თანხის კომპანიისთვის გადარიცხვის თაობაზე.
მაღაზიას ვალდებულებები
- მაღაზია, საბანკო ანგარიშზე კლიენტის დეპოზიტის განთავსების მომენტიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს კლიენტის შეკვეთის დამუშავება. ნივთის კლიენტისთვის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 10 სამუშაო დღეს.
- მომსახურება დასრულებულად ითვლება ნივთის კლიენტისთვის ჩაბარებისთანავე და დეპოზიტის სახით მიღებული თანხიდან დაიფარება ნივთის ღირებულება.
- კლიენტისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა ან მაღაზიას მოთხოვნით გაუქმდება საბანკო განვადება.
შეკვეთის მიღება
- დამკვეთის მიერ წარდგენილი მოთხოვნა (პრეტენზია) კომპანიას წარედგინება წერილობითი სახით.
- ტრანსპორტირების დროს შეკვეთის დაზიანებისა თუ დაღუპვის შემთხვევაში კომპანია დამკვეთის დავალებით, მიმართავს გადამზიდ კომპანიას და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით მოსთხოვს ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნული არ ართმევს დამკვეთს უფლებას პირადად აწარმოოს დავა გადამზიდ კომპანიასთან.
- კომპანია ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.
მხარეთა პასუხისმგებლობა
- თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება.
- მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
პირადი მონაცემები
tattoomarket.ge საიტის ბაზაში ან მომხმარებელთან პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაციის დროს ინახავს თქვენს მონაცემებს. კერძოდ, სახელი და გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ეს მონაცემები ინახება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაცულ სერვერზე და ამ მხრივ მომხმარებელს შეუძლია თავი სრულიად უსაფრთხოდ იგრძნოს. არცერთი მესამე მხარისთვის რომელიმე ამ ინფორმაციის გადაცემა არ ხდება არანაირი მიზნით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მომხმარებელი, განვადების გაკეთების მიზნით სახელის, გვარის და ტელეფონის ნომრის შევსების დროს აცხადებს თანხმობას (სპეციალური მოსანიშნი ველის მონიშვნის მეშვეობით), რომ ეს ინფორმაცია მისი სურვილის შემთხვევაში შესაძლოა გადაეგზავნოს მის მიერვე შერჩეულ საფინანსო ინსტიტუტს (კომპანიის მომსახურე ბანკს) განვადების განაცხადის განხილვის დროს.
ნებისმიერი საიტზე შემომსვლელი, პროდუქტის გვერდიდან “განვადების 2 ველიანი” განაცხადის ღილაკზე ხელის დაჭერის წინ წესებთან და პირობებთან დათანხმებით იღებს პასუხისმგებლობას, რომ არ იყენებს ბოროტად სხვა ადამიანის პირად მონაცემებს და კეთილსინდისიერად უდგება მაღაზია.ჯი-სთან და შემდგომში საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობას მათთვის პირადი მონაცემების გაზიარების დროს.
წესებისა და პირობების შეცვლის შემთხვევაში, მაღაზია.ჯი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს დარეგისტრირებულ მომხმარებელს, გონივრული ვადით ადრე.
საბარათე მონაცემები
პროდუქციის ბარათით ყიდვის დროს, tattoomarket.ge არ ინახავს თქვე საბარათე მონაცემებს. ის გამისამართებთ თიბისი ბანკის მიერ მხარდაჭერილ სპეციალურ გვერდზე, რომელიც იყენებს დაცულ სერვერსა და გადახდის მოდულს.
სხვა ინფორმაცია
tattoomarket.ge მისი უკეთ ფუნქციონირების, მომხმარებლისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზების და სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიის განხორციელების მიზნით, განთავსებულია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მიერ შემოთავაზებული სპეციალური და საქვეყნოდ ცნობილი ელექტრონული ხელსაწყოები, კერძოდ:
- FB Pixel – რომელიც აკონტროლებს თქვენს ვიზიტს, დათვალიერებულ გვერდებსა და პროდუქტებს მხოლოდ მაშინ, როცა ფეისბუქში ავტორიზირებული ეწვიეთ ჩვენს საიტს. ამ ინფორმაციის შეგროვება ჩვენს მიერ პირდაპირი სახით არ ხდება და ის სრულადFacebook-ის განკარგულებაშია, ხოლო მისი შენახვა/გავრცელება რეგულირდება აშშ-ს კანომდებლობითა და მისივე წესებით, რომელსაც ეთანხმებით ფეისბუქზე რეგისტრაციის დროს და შეგიძლიათ ცვალოთ თქვენივე ამ სოციალური ქსელის შიდა პროფილის პარამეტრებში.
- Google Analytics – დახლოებით იგივე ფუნქციების მქონე ანალიტიკური ხელსაწყო, რომელიც ინახავს ინფორმაციასე.წ ბრაუზერის Сookie-ბის მეშვეობით, ასევე თქვენს IP მისამართს, ლოგებს, ქალაქს, ქვეყანასა და ა.შ. ჩვენ არც ამ ინფორმაციას არ ვაგროვებთ და ის თავიდან ბოლომდე Google-ის დაქვემდებარებაშია.
ფორს–მაჟორი
- არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.
- თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.
- მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.
- შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის: სავაჭრო, სამრეწველო, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
- არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.
კონფიდენციალურობა
წინამდებარე წესები და პირობები ატარებენ კონფიდენციალურ ხასიათს და დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია მესამე პირ(ებ)ს გადაეცემა(თ) მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, მხარეთა მიერ წერილობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება:
- იმ ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად.
- ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაზეც მხარეები წერილობით შეთანხმდებიან.
- ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონმდებლობისა და/ან შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნათა შესაბამისად.
- დამკვეთი წინამდებარე წესებისა და პირობებზე თანხმობით უფლებას აძლევს მაღაზიას ურთიერთანამშრომლობის ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნით.
პრეტენზიები და დავები
მხარეები აღნიშნავენ, რომ ეცდებიან ურთიერთ თანამშრომლობის ეტაპზე წარმოქმნილი ყოველგვარი დავის ან კონფლიქტის თავიდან აცილებას, ხოლო უთანხმოებათა გადაწყვეტას უზრუნველყოფენ ურთიერთმოლაპარაკების გზით.
კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის არჩევით, წარმოქმნილი დავა გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დამატებითი პირობები
ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე სამომხმარებლო წესებითა და პირობებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დადგენილი სამომხმარებლო წესებისა და პირობების რომელიმე მუხლის, პუნქტის, ქვეპუნქტის, დათქმის, წინადადების ბათილობა არ იწვევს სამომხმარებლო წესებისა და პირობების სრულად ბათილობას.