საგარანტიო პოლიტიკა — ოფიციალური დისტრიბუტორის რეჟიმი
Tattoomarket.ge / Compass Tattoo Shop არის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში ( მაგ: Kwadron, Dragonhawk, Mast, Bronc, EZ, AVA, Intenze და სხვ.).
ჩვენ არ ვწყვეტთ საგარანტიო მოთხოვნებს დამოუკიდებლად — საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მწარმოებელი კომპანია ან მისი ავტორიზებული სერვისი.
რას ვაკეთებთ ჩვენ
- ვიღებთ თქვენს მიმართვას და ვაგროვებთ საჭირო მონაცემებს (ფოტო/ვიდეო, სერიული N, შეძენის დოკუმენტი);
- სრულ პაკეტს ვგზავნით მწარმოებელთან ან მის სერვის ცენტრში;
- ვუხსნით მათ პრობლემის შინაარსს და ვუზრუნველყოფთ სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციას თითოეულ ეტაპზე.
ვინ იღებს გადაწყვეტილებას
გადაწყვეტილებას იღებს მწარმოებელი ან ავტორიზებული სერვისი — მაგალითად: შეკეთება, შეცვლა ან უარი გარანტიაზე (არასწორი ექსპლუატაციის/არაგარანტიული მიზეზის შემთხვევაში, გასული საგარანტიო ვადა და სხვა.).
დროის ჩარჩო და ხარჯები
- სტანდარტული განხილვა: დაახლოებით 15–45 სამუშაო დღე (დამოკიდებულია ბრენდზე/ქარხანაზე);
- თუ დეფექტი გარანტიულია — დიაგნოსტიკა/ტრანსპორტირება/ნაწილის ხარჯს ფარავს მწარმოებელი ან ჩვენ;
- თუ დეფექტი არ არის გარანტიული — ტრანსპორტირების/დიაგნოსტიკის/ნაწილია ხარჯს ფარავს მომხმარებელი.
როგორ დავაფიქსირო საგარანტიო მოთხოვნა?
- დაფიქსირება: მოგვწერეთ support@tattoomarket.ge, ან მოგვწერეთ ჩვენს სოციალურ ქსელებელზე.
- ინფორმაცია: გამოგზავნეთ ფოტო/ვიდეო, პრობლემის აღწერა, სერიული ნომერი (თუ არის), შეკვეთის ნომერი/ინვოისი;
- გაგზავნა: ინსტრუქციით ჩაბარება მაღაზიაში ან კურიერით/ფოსტით — დეტალებს მოგაწვდით წერილობით;
- მწარმოებლის პასუხი: როგორც კი მოვიღებთ გადაწყვეტილებას, მოგეწოდებათ ოფიციალური განახლება და შემდგომი ნაბიჯები.
საგარანტიო დოკუმენტით/ინვოისით. სხვა არხებით შეძენილზე პასუხისმგებლობა არ ვრცელდება.
არაგარანტიული ტიპური შემთხვევები (მოკლედ)
- ფიზიკური დაზიანება, დარტყმა, დანესტიანება, უცხო სხეულების/სითხის შეღწევა, სხვა მექანიკური დაზიანება;
- არასათანადო ექსპლუატაცია, არაორიგინალური ადაპტერები/კაბელები;
- პლომბის/ლუქის მოხსნა, თვითნებური რემონტი/ჩარევა;
- სერიული ნომრის შეცვლა/წაშლა, იდენტიფიკაციის შეუძლებლობა;
- ელქტროქსელის ხარვეზი/(მაღალი/დაბალი/ცვალებადი ძაბვა).
იურიდიული შენიშვნა: აღნიშნული პოლიტიკა აღწერს დისტრიბუტორის პროცესს და არ ზღუდავს მომხმარებლის კანონით მინიმალურ უფლებებს.
საქონლის კანონით მინიმალური გარანტიის პირობები (მათ შორის 6-თვიანი პრეზუმფცია) ძალაშია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.