საგარანტიო პირობები

შეძენილ საქონელზე მოქმედი საგარანტიო პირობები

  1. თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ონლაინ მაღაზია Tattoomarket.ge-ს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
  2. საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, ონლაინ მაღაზია Tattoomarket.ge-ს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
  3.  საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე), ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
  4. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს ონლაინ მაღაზია Tattoomarket.ge-ს მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
  5. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
    საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
  6. ონლაინ მაღაზია Tattoomarket.ge-ს საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
  7. ონლაინ მაღაზია Tattoomarket.ge-ს მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
  8. მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  9. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
         იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
  10. საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
  11. საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
  12. საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
  13.  მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს კანონისმიერი გარანტიის უფლებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 6 თვის განმავლობაში აღმოჩნდა.
  14. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
  15. გარანტიის მოქმედება არ ვრცელდება მეორეული საქონლის ნასყიდობაზე

 

      საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება, უქმდება თუ:

  1.  ამოიწურა ტექნიკის საგარანტიო ვადა.
  2. მომხმარებელი ვერ წარმოადგენს საგარანტიო საბუთს და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება;
  3. საგარანტიო საბუთში წაშლილია ინფორმაცია ან გადაკეთებულია და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება;
  4. გაყიდულ ნივთზე მონაცემები წაშლილი, შეცვლილი, გადაკეთებულია, ნივთზე არ იკითხება/ამძვრალია სერიული ნომერი და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება;
  5. დაზიანება გამოწვეულია პლომბის ან ლუქის მოცილებით;
  6. დაზიანება გამოწვეულია ფიზიკური ზემოქმედებით და არასათანადო ექსპლუატაციით;
  7. დაზიანება გამოწვეულია ჭექა-ქუხილით, უცხო სხეულების და სითხეების შეღწევით, ექსპლუატაციისა და შენახვის წესების პირობების დარღვევით;
  8. დაზიანება გამოწვეულია ცვალებადი, მაღალი ან დაბალი ელექტროენერგიის მიწოდებით;
  9. დაზიანება გამოწვეულია ელექტრონული ქსელის გაუმართაობით, ან მომხმარებლის ბრალეულობით მექანიზმის დანესტიანებით;
  10. სხვა გარეშე პირების მიერ ჩატარდა სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოები, რამაც გამოიწვია ნივთის დაზიანება;

 

·      წუნდებული ნივთის შეცვლისას თუ მომხმარებლმა ავტორიზებული სერვის ცენტრის წარმომადგენელს ნივთი არ გადასცა სრული კომპლექტაციით, შეიცვლება მხოლოდ ნივთის ის ნაწილი, რომელის გადაცემაც მოხდა.

·      წუნდებული ნივთის შეცვლა ხდება მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე, მხოლოდ იგივე ან მეტი (განსხვავების დაფარვით) ღირებულების შეცვლის მომენტში გაყიდვაში არსებული ნივთით.