ჩვენ შესახებ

ჩვენი ისტორია

Compass Tattoo Shop დაარსდა 2014 წლის 8 აგვისტოს. ჩვენი პირველი მაღაზია სულ 5 კვ.მ. იყო როდესაც მომხმარებელი მოდიოდა, მაღაზიის ერთ ერთ თანამშრომელს გარეთ გასვლა გვიწევდა სივრცის არარსებობის გამო.

უამრავი კარგი ადამიანი გავიცანით წლების განმავლობაში, ბევრი ახალი რამ გავიგეთ ტატუ სამყაროს შესახებ.

ბევრი შრომა ჩაიდო ამ პროექტში.

ბევრი  გაჭირვება და ტკივილი, ბევრი  სიხარული და თანადგომა შეგვხვდა გზად წლების განმავლობაში.

ათასობით კარგი და უფრო მეტი საშინელი ტატუ ვნახეთ 🙂 და რათქმაუნდა ჩვენი წვლილიც შევიტანეთ ორივე მათგანის არსებობაში.

ბევრს  დავეხმარეთ ტატუ სამყაროში თავისი პირველი ნაბიჯების გადასადგმელად . გავუზიარეთ წლების გამოცდილება, ავუხსენით ამ პროფესიის  ნათელი და ბნელი მხარეები. ბევრმა  ტატუ  და პ.მ. მასტერმა ჩვენთან შეიძინა თავისი პირველი ნაკრები და ჩვენგან გაიგო თუ რა როგორ გამოეყენებინა, რა რისთვის იყო, როგორ დაეცვა ჰიგიენის ნორმები  და კანთან მოპყრობის ზოგადი წესები.

ბოლო 7  წლის მანძილზე  საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი გავხადეთ ისეთი ლეგენდარული ბრენდები როგორიცაა INTENZE; WORLD FAMOUS; DYNAMIC; DRAGONHAWK; KWADRON;EGO; MAST;EXTREME; ARENA და ა.შ.

…………..  გაგრძელება იქნება 🙂

პარტნიორი ტატუს სალონები

0
+
წარმატებული შეკვეთა
0
+
კმაყოფილი დამკვეთი
0
პროფესიონალი
თქვენს სამსახურში
0
+
საქმეში გათენებული ღამეები
0
%
პოზიტიური შეფასება